ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ 15 წლიანი გამოცდილება ტურისტული და სავიზო მიმართულებით. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2020 წელს, კოვიდ პანდემიის დროს, როცა მოგზაურობა იყო შეზღუდული, ჩაეყარა საფუძველი ფეისბუქ ჯგუფის visa -ს იდეას
“ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ თავისუფლად გადაადგილებას”
ჯგუფისა და, ასევე, სერვისებზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ დაგვანახა, რომ ჩვენი წამოწყება წარმატებული იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა იკონსული, რომელიც ადამიანებს ბევრად დიდ მასშტაბზე მოემსახურებოდა. ამ მიზნის მისაღწევად დავიწყეთ გუნდის შეკვრა და ორგანიზაციული მიზნების და კულტურის ჩამოყალიბება.
დღეს იკონსულში ორიენტირებული ვართ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნაზე, სადაც კლიენტების საჭიროებები ცენტრალურ ადგილს იკავებს. ჩვენ გვესმის რომ წარმატება არა მხოლოდ აღებული ვიზაა, არამედ სამომხარებლო გამოცდბილების უმღლეს სტანდარტამდე აყვანაა, რაც განპირობებულია საპროცესო დროს მაქსიმალური შემცირებით, უსაფრთხოების გარანტიებით და შეცდომებისგან თავის დაზღვევით.
ორგანიზაციული კულტურა
ყველა ჩვენი გადაწყვეტილება დაფუძნებულია კომპანიის პრინციპებზე, რაც განაპირობებს როგორც მომხარებლების ასევე ჩვენი გუნდის წევრების კმაყოფილებას. ჩვენი კულტურა არ არის გარკვეული წესდება არამედ წარმოადგენს ჩვენი გუნდის კოლექტიურ ღირებულებებს:
ჩვენი ღირებულებები:
ემპათია
ადამიანები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, და გვაქვს ჩვენი უნიკალური საჭიროებები და მოთხოვნილებები. ჩვენ კარგად გვესმის ყველა ჩვენი მომხმარებლის და მათ გვერდით ვდგავართ მთელი სავიზო პროცესის განმავლობაში.
გამჭირვალობა
ჩვენ არ გვინდა მცდარი წარმოდგენა არსებობდეს ჩვენი სერვისების შესახებ. ყველა ჩვენი გადაწყვეტილების კომუნიკაცია ხდება გამჭირვალედ.
დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს პატარა შეცდომამ მომხარებლების აპლიკაციაზე, შესაბამისად ყველა ჩვენთაგანი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პატარა დეტალებს და პასუხისმგებლობას ვიღებთ სერვისის ზედმიწევნით გაწევაზე.
სწავლის სიყვარული
ჩვენი გუნდის წევრები ორიენტირებულნი არიან ცოდნის დაგროვებასა და განახლებაზე. ჩვენი ცოდნის ბაზა არის ის, რაც გამოგვარჩევს ჩვენი კონკურენტებისგან.
პასუხისმგებლობა
ორმხრივი ნდობის საფუძველზე სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომლებსაც მგზავრებთან ურთიერთობის პროცესში ვაღწევთ.
ინოვაცია
ჩვენ ვცდილობთ კრეატიულად მივუდგეთ ყველა გამოწვევებს და მომხარებლებს შევთავაზაოთ მათ საჭიროებაზე მორგებული ჭკვიანი გადაწყვეტები.
თანამშრომლობა
eConsul-ის მიზანია, საერთაშორისო მოგზაურობის გამარტივება, რაც რთულია სტრატეგიული პარტნიორების გარეშე. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სამომხმარებლო გამოცდილება.






